გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმერეთში, ხონში აღნიშნავს

26-05-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ხონის  მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.


ხონში ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება, დილიდან ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია მიმდინარეობს, მოწყო საბავშვო და ახალგაზრდული სივრცეები, ასევე სხვადასხვა სახს გასართობი შოუები.


ღონისძიების ფარგლებში იმართება კალიგრაფიის მასტერკლასი, სახის მოხატვა, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა, სამხედრო ტექნიკის გამოფენა.


დამოუკიდებლობის დღეს, ხონში იმყოფება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი, რომელიც ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება ღონისძიებას.


ხონში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, 17:10 წუთზე ერთდროულად შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031