გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი

26-05-2025

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.


მისი თქმით, ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა.


„მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ღირსეულად და ამაყად ატარებენ ჯარისკაცის სახელს.


„ეს დღე ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს. ეს დღე ეკუთვნის ჩვენს საამაყო სამხედროებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, მასწავლებლებს, დიპლომატებს, საჯარო მოხელეებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს და ზრუნავს მის მომავალზე“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031