გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაკის რაიონში ახალი სკვერები ეწყობა

6-11-2018

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ თხინვალაში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით დაიწყო.

 

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო მოედანი, დამონტაჟდება საპარკე სკამები, სანაგვე ურნები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 25 398 ლარს შეადგენს.

 

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა პოლიტკოვსკაიას N38-შიც მიმდინარეობს, სადაც დამონტაჟდება განათების სისტემა, საბავშვო ატრაქციონები და სხვა ინფრასტრუქტურა.  სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 26 923 ლარია გამოყოფილი.

 

დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია ყიფშიძის N7-სა და ჭავჭავაძის N75-ში უკვე დასრულებულია. სამი სკვერის განახლების სამუშაოები კი, უახლოეს დღეებში დაიწყება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30