გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელი დაკავება და „ვირის აბანოში“ მოთავსება იყო „ოპოზიციის“ გუშინდელი „კომიქსების“ სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი

27-05-2025

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ აქციას და გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება რადიკალების გუშინდელი აქციის შთამბეჭდავი ფინალია. ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციას გუშინ ბოლო მოეღო.


„გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელი დაკავება და „ვირის აბანოში“ მოთავსება იყო „ოპოზიციის“ გუშინდელი „კომიქსების“ სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი - ვითარცა მარწყვი (თუ ალუბალი) ტორტის თავზე.


მოწვეულ ალქაჯებთან ერთად ჩატარებული გუშინდელი საღამოს შაბაშის თაობაზე, მისი წამყვანისთვის უცხო, ქართულ ენაზე, არსებობს შეფასებათა მთელი კრებული, რომლის მხოლოდ ერთ ნაწილს შემოგთავაზებთ, დანარჩენს (დარწმუნებული ვარ) უხვად შეავსებთ კომენტარებში.


მაშ, რა მოხდა გუშინ? რა დაემართა ოპოზიციას? გათავდა, განისვენა, მზეს მოსწყდა, წუთისოფელი მოჭამა, დღე გაუშავდა, სული ამოსძვრა, მიწამ პირი უყო, თქვენი ჭირი წაიღო, სამუდამოდ მიიძინა, ბოლო მოეღო, გადაეგო, საიქიოს გაემგზავრა, ჩაბარდა პატრონს, ჩაკვდა, ჩაიღრძო, ჩაძაღლდა, ფეხები ფშიკა, წაპარჭიკდა, შაბზე და მარილზე წავიდა, წერილი წაიღო, ტყავი გაჭიმა, ყალიონი მიაყუდა, მწუხარებამ წუთისოფელს მოაშორა, გავიდა გაღმა, ფეხზე ცხვარი მოიბა, მიიჩოჩა ზალისკენ, ქუსლით ერთიანი გახაზა - ეს არის ჩემი მოკლე შეფასება სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ „აღლუმზე“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031