გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა

27-05-2025

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა და ძებნილი დაკავებულია“, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას.


მისივე თქმით, მისასალმებელია, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, სუსი და შსს, სახელმწიფოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სადარაჯოზე დგანან, შესაბამისად, ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი და უცხოური რადიკალური ჯგუფები საწადელს ვერ აღწევენ.


„გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავებიათ, ეგ რომელია იცით, აი, ბიძინა ივანიშვილს რომ ფული მოჰპარა, მერე რადიკალების აქციებს რომ აფინანსებდა, მერე კი საქართველოდან რომ გაიპარა, მერე მე ვინ დამიჭეროსო...ჰო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა და ძებნილი დაკავებულია.


ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც ხედავ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, სუსი და შსს, სახელმწიფოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სადარაჯოზე რომ დგანან. სხვათა შორის, ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი და უცხოური რადიკალური ჯგუფები საწადელს ვერ აღწევენ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031