გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ, აფრთხილებს, რომ მათ შესაძლოა საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვათ

29-05-2025

საქართველოში პოლონეთს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს გადაამოწმონ, ხომ არ მიუღიათ მიტინგებში მონაწილეობა, რადგან ეს ფაქტორი, შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვის საფუძველი გახდეს.


„უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე გახშირებული უარის გამო, ამ ქვეყანაში მოგზაურობამდე გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ისეთი ფაქტორები, რამაც, შესაძლოა, შესვლაზე უარი განაპირობოს. კერძოდ, ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა დემონსტრაციებში, ხომ არ ყოფილხართ მათ ეპიცენტრში და ხომ არ ეწეოდით გარკვეულ აქტივობას სოციალურ ქსელებში.


შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება უცხოელის შემოსვლისას შეაფასოს რისკის ფაქტორები, ხოლო შემოსვლაზე უარი შეიძლება გავრცელდეს იმ პირებზეც, ვისაც საქართველოში ბინადრობის მოწმობა აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


პოლონეთის საელჩო აგრეთვე შეახსენებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობის გამო მათ, შესაძლოა, დაეკისროთ მაღალი ჯარიმები. ჯარიმის გადახდა, შესაძლოა, აიძულონ საქართველოში მეორედ შემოსვლის დროს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031