გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ამდენი დაშინებული ბავშვების ვიდეოები ქვეყნდება, ამდენი სისხლი იღვრება, ამდენი ცრემლი, ამდენი ოჯახი არის გაუბედურებული და როგორ შეიძლება გინდოდეს და სურვილი გქონდეს, რომ ეს უბედურება ყველაფერი საქართველოში შემოზიდო?!

30-05-2025

„ამდენი ბავშვების ვიდეოები ქვეყნდება, როგორი დაშინებულები, ნანგრევებში, ამდენი სისხლი იღვრება, ამდენი ცრემლი, ამდენი ოჯახი არის გაუბედურებული და როგორ შეიძლება გინდოდეს და სურვილი გქონდეს, რომ ეს უბედურება ყველაფერი საქართველოში შემოზიდო?!,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიციას ერთადერთი გეგმა აქვს, რომ როგორმე ქვეყანა დაუქვემდებაროს პოლიტიკას, რომელიც უპირისპირდება მშვიდობის პროცესს და საქართველო მოხვდეს იმ უბედურებაში, რაც დღეს ტრიალებს რეგიონებსა და მსოფლიოშიო.


„დღეს უნდათ წარმოადგინონ თავი პოლიტიკურ ჩაგრულებად. რეალურად რატომ არ იღებს [ოპოზიცია] არჩევნებში მონაწილეობას იცით? თავის ამომრჩეველს რა უნდა უთხრას, რომ ჩავა სოფელში და უთხრას, რომ ერთადერთი გეგმა მაქვს, რომ როგორმე დავექვემდებაროთ პოლიტიკას, რომელიც უპირისპირდება მშვიდობის პროცესს და როგორმე საქართველო მოხვდეს ამ უბედურებაში, რაც დღეს ტრიალებს რეგიონებსა და მსოფლიოშიო?!“, - აღნიშნა ვოლსკიმ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031