გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინდისის გმირის ძმა ფრიდონ ზოიძე: აბსოლუტურად ყველა ხიდის დაწვა უნდოდათ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. სახალხო დიპლომატია მთლიანად იკრძალებოდა

30-05-2025

„აბსოლუტურად ყველა ხიდის დაწვა უნდოდათ სამაჩაბლოში და აფხაზეთში. ყველა ურთიერთობის ხიდის. სახალხო დიპლომატია მთლიანად იკრძალებოდა,“- ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ ფრიდონ ზოიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


„საბჭოთა კავშირის პერიოდში ხომ იკრძალებოდა მაგალითად საბჭოეთის გარეთ რაღაც კომუნიკაციები, გარკვეული ფილტრი იყო, ასე აკეთებდნენ ცხინვალშიც და სამაჩაბლოშიც. სახალხო დიპლომატიას უშლიდნენ ხელს. აბსოლუტურად ყველა ხიდებს წვავდნენ. უნდოდათ, რომ ეთნიკურად ყველა ქართველი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოსულიყვნენ პროვოკაციების ხაზზე, ამას მერე მოჰყვებოდა აღიარება და შემდეგ იტყოდნენ, რომ ნუ, რა ვქნათ ახლა ამხელა რუსეთის ფედერაციას ჩვენ ომს ვერ მოვუგებთ და დანარჩენი ტერიტორიები, რაც იქნება დარჩენილი, ამ ტერიტორიებით მაინც შევიდეს კონკრეტულ ალიანსებში. დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი მხარდამჭერი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჩვენ გვირჩევნია ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიყოთ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე“, ეს ხომ ასე არ შეიძლება. ეს ძალიან ცუდი აზროვნებაა, არასახელმწიფოებრივი, არაქართული და არაადამიანური. სპეციალურად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ეს ორი საქართველოს განუყოფელი ნაწილი, სამაჩაბლო და აფხაზეთი დაეკარგათ“-განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031