გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ

31-05-2025

„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა, თავიდან ესხმიან თავს“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.


წილოსანი მოუწოდებს საერთაშორისო დონორებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ დაგმონ ბავშვებზე და ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმა და ზოგადად, საჯარო პირებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.

„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა თავიდან ესხმიან თავს.


ევროპის დროშას შეფარებული ადამიანები - კანონს რომ არ ცნობენ, დანაშაული აქტივიზმი რომ ჰგონიათ, იმ ადამიანების გასაგონად!!! საქართველო ქვეყანაა, სადაც კანონი კანონობს და ყველას, განსაკუთრებით, ბავშვებზე თავდამსხმელებს მიეზღვებათ კანონის შესაბამისად!


ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ. დაგმონ ბავშვებზე და ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმა და ზოგადად, საჯარო პირებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას”, - წერს ნინო წილოსანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31