31-05-2025
სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა! - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიშვილი აცხადებს, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ „BB“ დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე ზრდის, ხოლო, ინფლაციას, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ - 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს. “სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა!
მითი საქართველოს ეკონომიკა 2025-ის მინუს 2 ან მინუს 3.4 პროცენტის შემქმნელები ამბობდნენ: „დიდი შანსია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამციროს“ - იანვარი რეალობა/ფაქტი - Fitch-ის 30 მაისის განახლება
• საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ „BB“ დონეზე დაადასტურა
• Fitch ზრდის საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე
• Fitch ინფლაციას მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ - 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს“, - წერს გიორგი აბაშიშვილი.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||