გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პოლიციელს ხასიათში უზის თავგანწირვა თავისი მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ამიტომ არიან ისინი გმირები, ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისაგან და დაფასებას თავისი ქვეყნისაგან

31-05-2025

პოლიციელს, რომელსაც თავის ხასიათში, ხასიათის თვისებად უზის თავგანწირვა თავისი მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ბუნებრივია, უნდა მივულოცოთ თითოეულ მათგანს დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.


მდინარაძის თქმით, პოლიციელებს სულში აქვთ გმირობა და ამიტომ იმსახურებენ ისინი პატივისცემას და დაფასებას საზოგადოებისა და ქვეყნისაგან.


„ამიტომ არიან ისინი გმირები და ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისაგან და დაფასებას თავისი ქვეყნისაგან. ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებსაც სულში და გულში უზით გმირობა და წარმატებას ვუსურვებ მათ და მათი ოჯახის წევრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩემთვის განსაკუთრებით სენსიტიურია მათი პროფესიული წარმატება, განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ, მათ შორის, იმის გამო, რომ წარსულში ეს ჩემი პროფესია გახლდათ. კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა და მილოცვა ჩემგან მათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031