გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ერთი დღე ჯარში“ - პროექტის ფარგლებში მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს

31-05-2025

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მაღალი კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში თბილისის კლასიკური გიმნაზიისა და 45-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 300-ზე მეტი მოსწავლე იმყოფებოდა. ინსტრუქტაჟის მიღებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდებმა და მათმა პედაგოგებმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ვიზიტი გმირთა მემორიალთან დაღუპული სამხედროების პატივის მიგებით დაიწყეს და მათი გმირობის ისტორიები მოისმინეს.


სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება, საცხოვრებელი ყაზარმები, სიმულაციების ცენტრი, სპორტული დარბაზი დაათვალიერეს და ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს.


ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში მოსწავლეებს ჯარისკაცებისთვის მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის დასმის და დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.


ამავე პროექტის ფარგლებში დღესვე, ქალაქ ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადაში ხონის აკაკი ჩხენკელის სახელობის მე-2 და ირაკლი აბაშიძის სახელობის მე-3 საჯარო სკოლების, ასევე, ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის მე-5 და ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის მე-6 საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ.


პროექტი - „ერთი დღე ჯარში“, რომელიც ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში წარმატებით მიმდინარეობს“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031