1-06-2025
ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა, დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.
„ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა.
მატარებელი დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.
მატარებელი საქართველოში 18 დღეში ჩამოვა. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა - ზღვა - რკინიგზა“. შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს ნავსადგურში, ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა. წყარო: CGTN ქართული”, - წერს გია აბაშიძე.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||