გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2-06-2025

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება “მეთადონს (მარილი)“, “მეფედრონს“ და “ტეტრაჰიდროკანაბინოლს”, აფასოებდა ნარკოტიკულ საშუალებებს  და რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ანთავსებდა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრო მოწყობილობები, წებოვანი ლენტები, სასწორები, სარეალიზაციო პაკეტები, ფულადი თანხა და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით და 19, 2603 მუხლის მე-5 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031