გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოსამართლე ლილი მსხილაძე: სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა

3-06-2025

მოსამართლემ ლილი მსხილაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან რუსთაველის გამზირზე სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს, გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მოსამართლემ გაითვალისწინა რა ბრალდებულის მდგომარეობა, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ „მინიმუმი 3 წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული“.


„რაც შეეხება სასჯელს, სასჯელთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ და ამგვარ სიტუაციებში ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფოში სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობრივმა ქმედებებმა.


ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, მოგეხსენებათ, რომ უფლებამოსილია 50-ე მუხლთან დაკავშირებით და ამ უფლებამოსილების გამოყენება მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.


რაც შეეხება თქვენს აღიარებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ ხართ ნასამართლევი, გყავთ მცირეწლოვანი შვილი, მე მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ მინიმუმი 3 წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასჯელის მიზანი იქნას მიღწეული“, - განაცხადა ლილი მსხილაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031