გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე წულაძემ რუსთავის სკოლების 200-მდე მასწავლებელთან ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა

4-06-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქალაქ რუსთავის სკოლების 200-მდე მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ასევე, სამომავლო გეგმები გააცნო.

 

საუბრისას ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და ხაზი გაუსვა მასწავლებელთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

 

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ პედაგოგთა მხარდაჭერა და მათი პროფესიული წინსვლისთვის შესაბამისი პირობების შექმნა წარმოადგენს.

 

შეხვედრის ფარგლებში, მასწავლებლებს კითხვების დასმისა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930