გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნავთლუღის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად  66 წლის ქალი გარდაიცვალა

7-11-2018

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 წლის ქალი გარდაიცვალა.


ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. დამწვარია 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი.

 

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.

 

„ნავთლუღის ქუჩის ნომერ ორში  საცხოვრებელი სახლი იწოვდა. ადგილზე  6 სახანძრო  ბრიგადა გამოცხადდა. პირველ სართულზე ღია ცეცხლი  და დიდი დაკვამლიანება იყო. მესამე სართულიდან იქნა ევაკუირებული 3 მცირეწლოვანი ბავშვი და 2 ზრდასრული მოქალაქე. სამწუხაროდ, ცეცხლმოკიდებულ ბინაში 66 წლისს ქალბატონი გარდაცვლილი დაგვხვდა“, - განაცხადა ისანი-სამგორის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, ილია გოგიძემ.


ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31