გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა, დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო

4-06-2025

„ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა. დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გავრცელებული რელიზი ნათელი და მკაფიოა, შესაბამისად, დამარცხებული მხარე ვალდებულია, 2024 წლის არჩევნების შედეგები აღიაროს და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.


„ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა. დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომელიც აღნიშნულ შეთავაზებას საწყის ეტაპზე უარყოფს, შემდგომ კი არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდება.


ევროპარლამენტის მიერ დღეს გავრცელებული რელიზი, მრავლისმთქმელი და მკაფიოა, ის არჩევნებში ჩართულ მხარეებს, არჩევნების, როგორც შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული რელიზის გავრცელების შემდეგ ნათელი ხდება, რომ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, დამარცხებული მხარე ვალდებულია 2024წლის არჩევნების შედეგები აღიაროს და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს!“, - წერს დავით ჩიხელიძე. 


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031