გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯეფრი საქსი: თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი, ცივილიზაციათა შორის ხიდი

5-06-2025

„აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიას თავიდან აარიდოთ დასავლეთის თამაშებში პაიკად ყოფნა“, - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, ჯეფრი საქსმა, „თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ჯეფრი საქსის თქმით, საქართველო არის არამარტო სატრანსპორტო, არამედ, ცივილიზაციათა შორის ხიდი და ის არის ქართველების საგანძური, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლო კეთილდღეობას.


„თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, თქვენი წვლილი მსოფლიოში, თქვენი ლამაზი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, თქვენი ქვეყანა, როგორც სოფლის მეურნეობის ჰაბი, წარმოების ცენტრი, მოწინავე IT ცენტრი და არამარტო სატრანსპორტო ხიდი, არამედ, ცივილიზაციათა შორის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის – არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობის წყარო და სწრაფი ზრდის საფუძველი. ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას, იქნებიან მეგობრულები და არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეუქმნან თქვენს ქვეყანას“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031