გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე ჩატარდა

6-06-2025

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ამ დღეს, სასწავლებელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ათასამდე მოზარდი ესტუმრა. ლიცეუმში სწავლის გაგრძელების მსურველმა მოსწავლეებმა სამხედრო ლიცეუმი მშობლებთან ერთად დაათვალიერეს.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა კადეტებმა სასწავლებლის ხელმძღვანელი პირებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, ლიცეუმში არსებულ პროგრამებზე, საცხოვრებელ პირობებზე, იმ გამორჩეულ გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ლიცეუმი სთავაზობს თავის მსმენელებს.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ინფორმაციის მიღების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს; კადეტების დახმარებით გაეცნენ საცხოვრებელ პირობებს, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, სასწავლო ლაბორატორიებს, სამხედრო შეიარაღებასა და სპორტულ დარბაზებს. სპეციალურად ღია კარის დღისთვის ლიცეუმის ტერიტორიაზე კადეტებმა საჩვენებელი, სახალისო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტები ჩაატარეს: წარმოადგინეს რობოტექნიკა და დრონები, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.


ღია კარის დღეს წინ უსწრებდა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში, რომელსაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები მართავდნენ.


ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებად რეგისტრაციას 18 ივნისს დაიწყებს და პროცესი 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031