გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზღვარგარეთ უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7 მილიონს მიუახლოვდა

6-06-2025

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით საზღვარგარეთ გადახვეწილი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7 მილიონს მიუახლოვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნულ ბანკსა და გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.


მხოლოდ წლის დასაწყისში უკრაინა 100 ათასმა ადამიანმა დატოვა.


გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 3,8 მილიონ ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე აღნიშნული მაჩვენებელი 188 ათასით გაიზარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031