9-06-2025
„სამწუხაროდ, ჩვენ დაგვეღუპა ჩვენთან ერთად დაკავებული ორი პატიმარი, რომლებიც ციხიდან გამოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ნიკოლოზ გოგუაძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. ყინწვისის საქმეზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით 2011 წელს 23 პირთან ერთად დააკავეს.
მან გაიხსენა ერთ-ერთი დაკავებული, ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, დაკავებისას მიკროავტობუსზე ჩააბეს და გზის გარკვეული მონაკვეთი ასე წამოიყვანეს.
„ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იყო ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, რატომ მოინდომეს მასთან ასეთი ანგარიშსწორება გაუგებარი იყო, მაგრამ ჯემალი ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს - ვუყურებდით ამას, მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან სანამ ცენტრალურ გზამდე ჩახვიდოდი. ყველას გვეუბნებოდნენ, თავები დაბლა გქონდეთ დაწეულიო და სჯობდა ალბათ, თავები არ აგვეწია, მაგრამ, მე დავინახე“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||