გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში - თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას

10-06-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას ეხმიანება.


ანალიტიკოსის თქმით, „თამარ ტალიაშვილის განათლებიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას და აშშ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ახალ, დადებით სიბრტყეში ტრანსფორმაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს“.


„საქართველოს ახალი, ნამდვილად ღირსეული და პროფესიონალი ელჩი ჰყავს შეერთებულ შტატებში - თამარ ტალიაშვილი, ტრამპის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა მის კანდიდატურას. თამარი გავიცანი, როცა ის პარლამენტის მეათე მოწვევის წევრი იყო. მასთან საქმიანმა კომუნიკაციამ არაერთხელ მიმანიშნა, რომ ის კიდევ უფრო შორს წავიდოდა დამსახურებულად - ჯერ იყო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ახლა კი ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში ჩვენი ელჩი.


მას რთული მისია ელოდება წინ - მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვასა და ახალი ფურცლიდან დაწყებაზე მუშაობაში. თამარ ტალიაშვილის განათლებიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, აუცილებლად გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას და აშშ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ახალ, დადებით სიბრტყეში ტრანსფორმაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ულევი წარმატებები თამარ ტალიაშვილს!“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031