გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

11-06-2025

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული საპირისპიროსკენ და სურთ, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას.


„მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ჯერ კიდევ, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა, განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც, ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობთ, რომ, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728