გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენერალი კობა კობალაძე: სახელმწიფომ მოირგო ქუდი, თითქოს, მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშვეს, ისევე როგორც ჩაახშვეს სამაჩაბლოში მცხოვრები გმირი მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის უნარი

11-06-2025

„ფასადური პიარის დუღილის ტემპერატურამდე აწევა ხდება, იდენტიფიცირება ვიღაც პირების, რომ ესენი არიან მტრები, უნდა იყვნენ ლიკვიდირებულები და სახელმწიფომ მოირგო ქუდი, თითქოს, მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშვეს, ისევე, როგორც ჩაახშვეს სამაჩაბლოში მცხოვრები გმირი მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობის და წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ისევე, როგორც კოდორის ხეობაში ჩაახშვეს თავისუფლებისთვის ლტოლვა - ეს იყო რეალური სურათი“, - ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმეზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კობალაძის ნაამბობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუხროვანშიც, ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს, მართვის ბერკეტი ჰქონდა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს.


„შესაბამისად, ასე შეგვიძლია შევაჯამოთ ის, რაც თქვენ ბრძანეთ რომ აქაც, ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, რეალურად, მართვის ბერკეტი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ჩვენ ვიდეოშიც ვნახეთ, რომ ითხოვს ორ გვამს. თქვენ ამბობთ, რომ მას ჰყავდა ემისარი, რომელიც მუხროვანიდან მიუტანდა, ხოლმე, მას ამბებს და შემდეგ, მერაბიშვილი ადგილზეც კი მივიდა და რეალურად, მან მართა პროცესები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


მის კითხვაზე, „ამ დროს, სად არის თავდაცვის მინისტრი?“, კობალაძემ უპასუხა: „სასამართლოს მიმდინარეობის კრებსებიდან გამოიკვეთა ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური მმართველობა გათიშული იყო“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031