გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმერეთის რეგიონში იმყოფება

13-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან.


„მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, რომელიც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს; ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეულ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და სასმელი წყლის საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება.


მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსაც ესტუმრება და თანამშრომლებს შეხვდება; დაათვალიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისს, რომელშიც განთავსებულია მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები - ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, გეოლოგიური განყოფილება და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი.

დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ყოფნის დროს, პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებს, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031