გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულებს 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

13-06-2025

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბათუმში, ბრალდებულები პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სუპერმარკეტ „ბილიონში", სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მოლარეს და 2145 ლარს დაეუფლნენ.


ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ", მესამე ნაწილის „ა" და მეოთხე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინათ.


ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728