გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა

15-06-2025

14 ივნისს, უკრაინის დედაქალში, კიევში ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა, რომელშიც 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულს საპროტესტო აქციები მოჰყვა. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.


ამასთან, Kyiv Pride-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ მარშში „სხვა უკრაინული პრაიდებიც მონაწილეობდა, მათ შორის ხარკოვის და უკრაინის პრაიდი“. სოციალურ ქსელში, ასევე, გავრცელდა ფოტოები მარშიდან სადაც ნათქვამია, რომ „პრობლემებისა და უთანხმოების მიუხედავად, კიევი სიამაყით ბრწყინავდა“.


გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ევროკავშირის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის წარმომადგენლები.


ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კიევის პრაიდის ღონისძიებას მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მოჰყვა.


„სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალადობის წამქეზებლებს კვლავ აქვთ ფართო წვდომა საზოგადოებრივ სივრცეზე და თავისუფლად გადაადგილდნენ ცენტრალურ ქუჩებში მაშინ, როდესაც მარშის მონაწილეები პოლიციას ალყაში ჰყავს მოქცეული და გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ჩვენ კვლავ ვართ სიძულვილის ენის გავრცელების მოწმენი“, -ამბობს “Kyiv Pride”.


აღნიშნულია ისიც, რომ კიევში პრაიდის მსვლელობა პირველად 2024 წლის ივნისში გაიმართა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930