გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე: „ნაცების“ ახალგაზრდულის ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ - მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც ქართული სახელმწიფო არ უშვებს

16-06-2025

„ნაცების“ ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, პარლამენტთან ნიღბიანი პირების მიერ გამართულ აქციას.


მისი განცხადებით, გარე ძალების მიზანი გასაგებია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, შესაბამისად, ყურადღება გვმართებს, რომ ეს განზრახვა მათ სისრულეში არ მოიყვანონ.


„ნაცების“ ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ...


პარტიული უფროსები ავალებენ ამის გაკეთებას. ამათ უფროსებს კიდევ, თავიანთი უფროსები.


მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია. ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოა მშვიდობის კუნძული.


გარე ძალების მიზანი გასაგებია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც განსაკუთრებით ბოლო 3 წელია, ქართული სახელმწიფო არ უშვებს.


ჩვენ კი ყურადღება გვმართებს, რომ ეს არც მომავალში დავუშვათ!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930