გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე 2009 წლის აქციებზე: ჩიტაძის ქუჩაზე, ახლა სადაც უშიშროების სამსახურის შენობაა, იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები - დათა ახალაია და სანოძე, რომლებსაც ჰქონდათ ტირის თოფი და ესროდნენ ახალგაზრდებს, ერთობოდნენ

16-06-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.


ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციებზე მყოფ ახალგაზრდებს, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, იმჟამინდელი უშიშროების მაღალჩინოსანი დათა ახალაია, სანოძესთან ერთად, უშიშროების შენობიდან კისტის თოფს ესროდა.


„ჩიტაძის ქუჩაზე, ახლა სადაც უშიშროების სამსახურის შენობაა, მაშინ შსს და უშიშროება ერთად იყო. იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები და სახეზე ვინც ვიცანი ერთი იყო დათა ახალაია და მეორე სანოძე, რომლებსაც ჰქონდათ ტირის თოფი და ესროდნენ ახალგაზრდებს. ქვემოდან ვუყურებდი და ვუთხარი რას აკეთებთ, ეს რომ ვინმეს თვალში მოხვდეს-მეთქი. ერთობოდნენ, წყლებს ესროდნენ ახალგაზრდებს, ეს იყო პროვოცირება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031