გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: რომ დამიჭირეს, გამოსულან შენობიდან, ცაგურიას დედა რომელიაო - დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა

16-06-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ ისაუბრა.


ცაგურიამ გაიხსენა მის დედაზე პოლიციის სამმართველოსთან განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება და აღნიშნა, რომ ტვინის შერყევით იგი საავადმყოფოში იწვა.


„თურმე, მე რომ დამიჭირეს და მცემეს, ესენი გამოსულან შენობიდან გარეთ და იქ არ დაუნდიათ არავინ, ყველა სასტიკად უცემიათ. მაგრამ რაღაც ჯგუფი გამოვიდა ნიღბებით და ცაგურიას დედა რომელიაო, დედაჩემს უფიქრია, რომ დამიჭირეს, ეტყობა, პირსახოცი და კბილის ჯაგრისი მოიტანეთ, ან რაღაც ასეთს მეტყვიანო და უთქვამს, მე ვარო. ერთ-ერთს, ვისაც ნიღაბი ეკეთა, უკითხავს, ეს არისო და დედაჩემს სასიკვდილოდ სცემეს, ძირს დააგდეს, ხელკეტები ურტყეს და მძიმე ტვინის შერყევით მერე თურმე, დედაჩემი დიღომში, საავადმყოფოში იწვა. ეგ ამბავი რომ გავიგე, იმის მერე მე დედაჩემისთვის თვალებში აღარ ჩამიხედავს, ვერ ვუყურებ დედაჩემს თვალებში“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031