გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის შემდეგ პატიმრობაზე: დეპუტატები რომ შემოვიდნენ, ქალბატონმა კერვალიშვილმა, ჩემს საკანში ცხვირზე ხელი აიფარა და ორ წუთში გავიდა

16-06-2025

ყოფილმა პოლიტპატიმარმა, მერაბ ჭიქაშვილმა, 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ დაკავებასა და ციხეში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.


მისი განცხადებით, როდესაც რუსუდან კერვალიშვილი, მაშინდელი პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჭიქაშვილის საკანში შევიდა, ინსტინქტურად ცხვირზე ხელი აიფარა და საკანი ორ წუთში დატოვა.


„დეპუტატები რომ შემოვიდნენ - ქალბატონმა კერვალიშვილმა, ჩემს საკანში ცხვირზე ხელი აიფარა, ინსტინქტურად მოუვიდა ეს. კიდევ რამდენიმე დეპუტატი იყო და ცხვირზე ხელაფარებული გავიდა ორ წუთში.


მე შიმშილობა შევწყვიტე უკვე 12 ივლისს, პეტრე-პავლობა იყო. 15-ში უკვე გამოვდიოდით და 12-ში შევწყვიტე უწმინდესის თხოვნით, მეუფეები შემოვიდნენ და შემოგვიტანეს მაშინ საჭმელი, სანოვაგე და მაშინ შევწყვიტე. მე ვერ ვდგებოდი ფეხზე, მაღალ იერარქიას ვერ შევხვდი, როგორც საჭირო იყო. სამი დღე მქონდა დარჩენილი და მაშინ შევწყვიტე შიმშილობა.“ - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930