გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ჭოტორლიშვილი: რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს, „გამოფიტვის“ ომში ირანი პირველი გამოიფიტება

16-06-2025

„ისრაელს-ირანს საერთო საზღვარი არა აქვთ და ამიტომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი არაპროპორციულად დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს (სინამდვილეში ამერიკას) ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აქვს. ამიტომ ამ „გამოფიტვის“ ომში ირანი პირველი გამოიფიტება და პირველი მიიღებს კრიტიკულ ზიანს“, - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც პროფესორი აღნიშნავს, ამერიკელებმა ყველაფერი კარგად დაგეგმეს და შეასრულეს. ვითომ ისრაელის ხელით მოქმედება, ამერიკელებს სჭირდებათ იმისთვის, რომ ფორმალურად მომლაპარაკებელ მხარედ დარჩნენ.


„ისრაელს-ირანს საერთო საზღვარი არა აქვთ და ამიტომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი არაპროპორციულად დიდ ზარალს იღებს, იმის გამო რომ ისრაელს (სინამდვილეში ამერიკას) ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აქვს. ამიტომ ამ „გამოფიტვის“ ომში ირანი პირველი გამოიფიტება და პირველი მიიღებს კრიტიკულ ზიანს. ამერიკელებმა ყველაფერი კარგად დაგეგმეს და შეასრულეს.


ჩემი პროგნოზი იყო ორი კვირა და ამ პროგნოზს ჯერჯერობით არ ვცვლი. ვითომ ისრაელის ხელით მოქმედება, ამერიკელებს სჭირდებათ იმისთვის, რომ ფორმალურად მომლაპარაკებელ მხარედ დარჩნენ. იგივე სცენარი არის უკრაინის ომში. სადაც ამერიკა იქნება "მომლაპარაკებელი მხარე" ხოლო ისრაელის ფუნქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი. ოღონდ რასაკვირველია ამ შემთხვევაში, ერთ-ორ კვირაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია 4-5 წელიწადზე, რადგან რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და სცენარით ყველაფერი ნელა მიდის“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728