გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის „გადასარჩენად“ ჩაერთო აგენტოკრატიაც - სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე „დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის“

17-06-2025

ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის „გადასარჩენად“ ჩაერთო აგენტოკრატიაც - სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე „დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის“; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ხალხი და ხელისუფლება ერთიანია, ვერაფერს დააკლებს უცხოელი მტრების შანტაჟი და მუქარა.


„ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის „გადასარჩენად“ ჩაერთო აგენტოკრატიაც - სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე „დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის“; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება.


უკიდეგანო ზნეობრივ კრახზე მიუთითებს კაპიტოლიუმის ერთ-ერთი წარმომადგენლის უსუსური მცდელობა როგორმე გაამართლოს ფულის გათეთრებაში ბრალდებული ბაჩიაშვილი. ვერანაირად გამოუვათ „დიფ სთეითის“ პაიკებს გავლენა იქონიონ სუვერენული საქართველოს მართლმსაჯულებაზე და შიდა საქმეებზე.


სამართლებრივი სახელმწიფო მოქმედებს ისე, როგორ ფილიგრანულადაც იმუშავეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა და კანონის აღმსრულებლებმა - დააკავეს ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი. ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ხალხი და ხელისუფლება ერთიანია, ვერაფერს დააკლებს უცხოელი მტრების შანტაჟი და მუქარა“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728