გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა

17-06-2025

როგორც კი არენაზე სენატორი ჯინ შაჰინი გამოჩნდება, ეს უტყუარი ნიშანია იმის, რომ რაღაც უჭირს მის აგენტურას. ახლაც ასე მოხდა, პენსიაში გასვლამდე ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებამ აჩვენა, როგორი ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორი დამოუკიდებელია დღეს ქართული სახელმწიფო და მმართველი პარტია.


„როგორც კი არენაზე სენატორი ჯინ შაჰინი გამოჩნდება, ეს უტყუარი ნიშანია იმის, რომ რაღაც უჭირს მის აგენტურას. ახლაც ასე მოხდა, პენსიაში გასვლამდე ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსენება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია. გაკოტრებულია დღეს ამერიკის პოლიტიკა, უკვე ღია მოქმედებებზე გადასულები თან იცავენ საკუთარ აგენტურას და თან ებრძვიან ქვეყნის სუვერენიტეტს და მართლმსაჯულებას. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებამ კი აჩვენა, როგორი ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორი დამოუკიდებელია დღეს ქართული სახელმწიფო და მმართველი პარტია”, - წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728