გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე შაჰინის განცხადებაზე: დემოკრატია და სამართალი, ან კიდევ ბაჩიაშვილის ბედი კი არ ადარდებს? არამედ, იმ აგენტურული ქსელის ერთი ბოლოს გამოაშკარავება და წყალში გადაყრილი შრომა ენანება, რაც ბაჩიაშვილის გადმობირებასა და დამუშავებაში გასწიეს

17-06-2025

ამას დემოკრატია და სამართალი, ან კიდევ ბაჩიაშვილის ბედი კი არ ადარდებს? არამედ, იმ აგენტურული ქსელის ერთი ბოლოს გამოაშკარავება და წყალში გადაყრილი შრომა ენანება, რაც ბაჩიაშვილის გადმობირებასა და დამუშავებაში გაწიეს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ქართული დემოკრატიისთვის არის დარტყმა.


ქადაგიძის თქმით, მეორე მიზეზი ჯინ შაჰინის შეშფოთებისა არის ქართული სპეცსამსახურებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებელი, სუვერენული გადაწყვეტილება, სადაც საქართველო საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ადრინდელივით აშშ-ს არ უთანხმებს ქართული მართლმსაჯულების აღსრულებას.


„ჩაუწვათ პროდუქცია? ამას დემოკრატია და სამართალი, ან კიდევ ბაჩიაშვილის ბედი კი არ ადარდებს? არამედ იმ აგენტურული ქსელის ერთი ბოლოს გამოაშკარავება და წყალში გადაყრილი შრომა ენანება, რაც ბაჩიაშვილის გადმობირებასა და დამუშავებაში გაწიეს. მეორე მიზეზი კი ამ ქალბატონის შეშფოთებისა ქართული სპეცსამსახურებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებელი, სუვერენული გადაწყვეტილებაა, სადაც საქართველო საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ადრინდელივით „დიდ ძმას“ არ უთანხმებს ქართული მართლმსაჯულების აღსრულების მიზანშეწონილობას. მოკლედ, რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო - ქალბატონო შაჰინ და რაც მალე შეეგუებით ამ აზრს, თქვენთვისვე უკეთესი იქნება“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031