გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ მესხი: ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშს თუ მოუხდითო. მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებს გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო

18-06-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა მიხეილ მესხმა ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მოხდა მისი დაკავება, მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მასთან მივიდა იმჟამინდელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და იმის ნაცვლად, რომ გაერკვია მისი უფლებების ვითარება, საქმის გარჩევა დაუწყო.


„ეკა ხერხეულიძე იყო შემოსული, დიმა ლორთქიფანიძე და რუსუდან მკერვალიშვილი. ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშსო თუ მოუხდითო.

მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებსო, გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო“, - განაცხადა მიხეილ მესხმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031