გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს

18-06-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად განვითარებულ მოვლენების განხილვა გრძელდება, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ჩითარიშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ სანდრო გირგვლიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამაჯურის გამო.


როგორც მან აღნიშნა, როდესაც ხელზე დაუნახეს გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად გაკეთებული სამაჯური, ხელზე ურტყეს და განუცხადეს, რომ სირცხვილი იყო ამ სამაჯურის ტარება.


„სანამ დერეფანს გამატარებდნენ, მე ხელზე მეკეთა და მაშინ ყველა ახალგაზრდას გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური. როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, ეს რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიათო. ამასთან დაკავშირებით ჩვენებებიც მაქვს მიცემული, სტრასბურგშიც არის ეს ფაქტი ნახსენები. დაჩი ცაგურიას დღესაც უკეთია ეს სამაჯური, მაშინ, მით უმეტეს, ყოველთვის ეკეთა. შესაძლოა [ეს იყო მიზეზი, რის გამოც ხელის მტევანი დაუზიანეს]. უბრალოდ, დაჩისთან ეს მიზეზი არ თქვეს, ჩემთან პირდაპირ თქვეს, რის გამო მცემდნენ და მირტყეს ხელზე. მითხრეს, სირცხვილია, რა გიკეთია, გამოშალე ხელიო - არა-მეთქი და სხვამ დამიჭირა ხელი და მირტყეს ხელში“, - განაცხადა ჩითარიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031