გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული, გიორგი ჩითარიშვილი: არავინ არ ეკითხებოდა სასამართლოს აბსოლუტურად არაფერს - პროცესი არც შემდგარა, პირდაპირ გამოგვიცხადეს რაც გვეკუთვნოდა

18-06-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულ, გიორგი ჩითარიშვილს უსმენენ.


პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, სურვილის შემთხვევაში შეეძლო თუ არა მოსამართლეს 19-20 წლის დასისხლიანებული, დასახიჩრებული ახალგაზრდების რაღაცნაირად დახსნა, ჩითარიშვილმა უპასუხა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს სასამართლოს აბსოლუტურად არაფერს არ ეკითხებოდნენ.


„არ მინდა რომ გამოვიდეს, რომ მოსამართლეს ვამართლებ ან რაღაცა, მაგრამ არავინ არ ეკითხებოდა, ისეთი განწყობა იყო, ისეთი სიტუაცია იყო, ალბათ ვერ შეძლებდა, იმიტომ, რომ არავინ არ ეკითხებოდა. სასამართლო პროცესი არც შემდგარა, პირდაპირ გამოგვიცხადეს რაც გვეკუთვნოდა. იცით რა შეძლებდა რა თქმა უნდა, მაგრამ მერე მოსამართლის თუნდაც კარიერულ საკითხს რა ბედი ეწეოდა ეს კიდევ სხვა ამბავია“, - განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930