გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული, გიორგი ჩითარიშვილი: შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე, პირდაპირ აგრესიით, რომ თქვენ გმირებს ებრძვით და აყენებთ შეურაცხყოფას, როგორიც არის ბაჩო ახალაია - საცემები იყავითო

18-06-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულ გიორგი ჩითარიშვილს უსმენენ.


როგორც მან აღნიშნა, დროებითი მოთავსების იზოლატორში, მასთან მივიდა იმჟამინდელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ხერხეულიძე, რომელმაც უთხრა, რომ დაკავებულები საცემები იყვნენ, რადგან შეურაცხყოფას აყენებდნენ ბაჩო ახალაიასნაირ გმირებს.


„შემოვიდა ქალბატონი ეკა ხერხეულიძე, პირდაპირ ასეთი აგრესიით, რომ თქვენ გმირებს ებრძვით და გმირებს აყენებთ შეურაცხყოფას, როგორიც არის ბაჩო ახალაია. მანამდე იყო დაჩი ცაგურიას საკანთან და ასეთი ხმამაღალი საუბარი მესმოდა, რომ საცემები იყავითო, ვის ებრძვითო“, - განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031