გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

20-06-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრესტური საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის Air Serbia საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მოეწყო. Air Serbia ბელგრადი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს.


პრესტური 8 მონაწილე თბილისისა და მცხეთის ტურისტულ ადგილებს ესტუმრა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ჯვრის მონასტერი, გაეცნენ ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. სერბი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930