გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმპორტირებულ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების დასაშვებზე დიდი შემცველობა გამოვლინდა

21-06-2025

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული პროდუქტი იყიდება.


"მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია იმპორტირებული საზამთროს და ნესვის 41 ნიმუში. კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას - 90 მგ.კგ, მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა. ნესვის ნიმუშებში ერთ შემთხვევაში მცირედით აჭარბებდა დადგენილ მაჩვენებელს და 98,3 მგ.კგ. იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში - 140 მგ.კგ-ს შეადგენდა.


შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და ბიზნესოპერატორს დაავალა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.


სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს" - აცხადებენ სააგენტოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728