გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე რომეო მიქაუტაძეზე: ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო და ამ დროს ვიღაც "ჩინოვნიკუშკამ" გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? ყველას მოეკითხება, ვინც ოდესმე რამეში არის შემჩნეული

21-06-2025

ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას, რომელიც, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა.


სამხარაძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მით უმეტეს - პოლიტიკოსი, შესაბამისად, ვინც ოდესმე რამეშია შემჩნეული, ყველას მოეკითხება.


"ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! ყველას მოეკითხება, ვინც კი ოდესმე რამეში არის შემჩნეული, იმედი არ ჰქონდეს არავის, რომ ხელს ვინმე დააფარებს! კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მითუმეტეს პოლიტიკოსი! დღეს საქართველოს მართავს პროფესიონალი და რაც მთავარია, პატიოსანი და სუფთა ხალხი! არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რამე ბინძური მოგვცხოს!" - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031