გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟანდარმერიის ყაზარმაზე ფოიერვერკის სროლის გამო, საფრანგეთის სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთი წელი მიუსაჯა, 6 თვის საპატიმრო სასჯელით

22-06-2025

კოტ-დ'ორის დეპარტამენტის ქალაქ ბონის ჟანდარმერიის ყაზარმებზე ფოიერვერკების მიზანმიმართული სროლიდან ერთ კვირაზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ დიჟონის სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


ახალგაზრდა სასამართლოს წინაშე ბლანშ-ფლერის რაიონში მდებარე ყაზარმებზე პარასკევს, 13 ივნისს და შაბათს, 14 ივნისს, ფოიერვერკების სროლის გამო სამ არასრულწლოვანთან ერთად წარდგა. სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთწლიანი პატიმრობა, მათ შორის ექვსი თვით საპატიმრო ღონისძიება, ექვსი თვე კი პირობითი შეუფარდა „ადამიანებისთვის საშიში საშუალებებით მიყენებული ზიანისთვის [...]“ და „ჟანდარმერიის თანამშრომლის მიმართ ძალადობისთვის“.


არასრულწლოვნებისთვის სასჯელის შეფარდებაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.


სულ ფოიერვერკების სროლის გამო 9 პირი იყო დაკავებული, თუმცა მათგან, როგორც მსროლელი, „ოფიციალურად იდენტიფიცირდა“ მხოლოდ ოთხი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031