გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

23-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული რ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.


პოლიციამ გ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031