გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი: ერთადერთი ვარაუდი რასაც ვფიქრობ, თუ რატომ უნდა გაეწირათ მამა, ეტყობა ვერ მოუგონეს ვერაფერი, პირიქით მამა ფლობდა მათზე რაღაც ინფორმაციას და სწორედ მაგიტომაც მოკლეს

23-06-2025

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება, პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ ისაუბრა.

ქრისტინე ქარდავა გამოთქვამს ვარაუდს, რომ მამამისმა სვანეთში ყოფნისას ისეთი რამ შეიტყო, რის გამოც იგი „ნაციონალურმა მოძრაობა“ გაწირა.


„ამას საჯაროდაც ამბობდა ხოლმე, რომ ისე მიატოვეს ქალაქი, გაიქცნენ და ვის შეატოვეს. სულ ვეხვეწებოდი, რომ არ ეთქვა მსგავსი რაღაცები, რა იცი რა ხდება, ვინმემ რამე რა მოგიგონოს, რამე არ თქვან.


აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამა ომის პერიოდში იყო სვანეთში ასული, მის ყოფილ უფროსს დასჭირდა რაღაც დახმარება და მამამ აიღო ეს პასუხისმგებლობა და ავიდა სვანეთში.


ერთადერთი ვარაუდი რასაც ვფიქრობ, თუ რატომ უნდა გაეწირათ მამა, მამას, რომ რამე დანაშაული ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ საჯაროზე გამოიტანდნენ ამას და იცით თქვენ იმ დროს მარტივად შეეძლოთ ბევრი რაღაცის დაბრალება, მაგრამ ეტყობა ამ ადამიანს ვერ მოუგონეს ვერაფერი, პირიქით მამა ფლობდა მათზე რაღაც ინფორმაციასა და სწორედ მაგიტომაც მოკლეს. ალბათ რაღაც ისეთი ნახა ან გაიგო, რის გამოც გაწირეს. დილით წავიდნენ და საღამოს ჩამოვიდნენ“,- განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031