გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა: რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, მე მამაშენი არ მომიკლავსო, დგას დედამისი და იძახის, რომ გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა

23-06-2025

რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, რომ მე მამაშენი არ მომიკლავს. დგას დედამისი და იძახის, რომ ეს ადამიანი არის გმირი - გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა. უდანაშაულოდ გამოასალმა მამა სიცოცხლეს, დავით ცინდელიანი და არ ვიცი, კიდევ რამდენ ადამიანს დაუშავეს, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.


მისი თქმით, იმედი აქვს, შამათავა ციხიდან რომ გამო, საქართველოს დატოვებს, ვინაიდან შიშობს, რომ თუ მისი ძმა, ბექა ქარდავა სადმე გადაეყრება, იგი თავს ვერ შეიკავებს.


„საერთოდ, მაქვს იმის იმედი, რომ შამათავა ციხიდან რომ გამოვა, საქართველოს დატოვებს, იმას ვოცნებობ, რომ ქუჩაში არ გადავეყარო. მე ქალი ვარ და შეიძლება ხელით ვერ შევეხო, ვერ მოვთხოვო, როგორ მოკლა მამაჩემი და გადააგდო ზღვაში, ჩემს ძმას რა ვუყო? მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი ძმა ჩამომეშორებინა იმ ოთხი წლის განმავლობაში და თუნდაც სასამართლო პროცესებზე, მხოლოდ მე და დედა ვესწრებოდით. ბექა შედარებით ბავშვი იყო და ვარიდებდი ამ ყველაფერს, მაინც კაცია, შეიძლება ვიღაცას ვერ მოუთმინოს და ჩვენს ოჯახში კიდევ უარესი არ მომხდარიყო და ახლა, სულ რაღაც ერთ წელიწადში, ვდგები ამ საშიშროების წინაშე“, - განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031