გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენერალური პროკურორობის კანდიდატი: საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკა გაგრძელდება

24-06-2025

შეუძლებელია სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულება და დანაშაულის პრევენცია ინფორმირებული მოქალაქის გარეშე. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შენარჩუნებაზე ვიზრუნებ - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


გიორგი გვარაკიძის თქმით, გაგრძელდება მნიშვნელოვან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე დროული ინფორმირების პოლიტიკა.


როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების მარტივი შესაძლებლობა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ოფიციალური გვერდების საშუალებით, როგორიცაა: ინფორმაცია განმცხადებლის, მოწმის, დაზარალებულის უფლებების და პროკურატურასთან ურთიერთობისას შესაძლო სამართლებრივი მოლოდინების თაობაზე; სწრაფი მართლმსაჯულება; პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება; სავალდებულო დაცვა; სასჯელის შემსუბუქების საკანონმდებლო შესაძლებლობები; პროკურორის ფუნქციები და უფლებამოსილების ფარგლები; ქვემდებარეობა; გამოძიების დაწყების საფუძვლები; ყადაღა და მისი გამოყენების საფუძვლები.


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031