გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: სასამართლო განხილვები ვერ იქნება არეულობის ნიადაგი, ნებისმიერი სასამართლო განხილვა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს

24-06-2025

კანონპროექტს გააჩნია საკმაოდ სოლიდური დასაბუთება. სასამართლო განხილვები ვერ იქნება ვაკხანალიის წყარო და ვერ იქნება ნიადაგი, სადაც არეულობა და ქაოსი ხდება. ამიტომ, ნებისმიერი სასამართლო განხილვა კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს და მისი გაშუქებაც კანონის ჩარჩოებში უნდა მოხდეს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.


მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიოჩაწერასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემა სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება.


„სასამართლო დარბაზში აუდიოჩაწერა ისედაც ხდება. ანუ, ინფორმაცია, განხილვაზე რა გაჟღერდა და ა.შ. მხარეებს ისედაც ეძლევათ საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე. შემდგომ უკვე მათი უფლებაა, გადასცემენ თუ არა სხვა პირს. რაც შეეხება ვიდეოჩაწერას, შემოთავაზებული ვერსიით, ნებართვის მიღება იქნება სასამართლოს გადასაწყვეტი. შესაბამისად, სასამართლოში რაც ხდება, ბუნებრივია, მოსამართლეთა გასაწყვეტია“, - აცხადებს მათიკაშვილი.


საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031