გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

26-06-2025

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს სპეციალური დახმარების პროგრამა, იმერეთისა და გურიის რეგიონში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების ფინანსური დახმარების მიზნით შეიქმნა.


პროგრამაში ჩასართავად განაცხადების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოში ივლისის თვიდან დაიწყება.


ფინანსური დახმარებას მიიღებენ: „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარები; ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.


პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100,000 ლარის ოდენობით.


აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი ფინანსური დახმარების მექანიზმი მუშავდება, რომლითაც დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას უკავშირდება. კერძოდ, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით ერთი საოპერაციო წლის ხარჯების დასაფინანსებლად.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031